შეამოწმეთ ჩვენი ფასების კატეგორიები
შეამოწმეყველასაფასოკატეგორიადაგაბედე, გახდეჰაილენდერი! ფასებიიცვლებადღეებისადარეგისტრირებულიმონაწილეებისრაოდენობისმიხედვით.
რეგისტრაცია მოიცავს:
- მორიგე სამაშველო მომსახურება მთაში
- საბანაკე კვება (დღეში 3-ჯერ)
- HIGHLANDER-ის მოწმობა - დეტალური მარშრუტი, რომელზეც დატანილია ყველა საკონტროლო პუნქტი (საკონტროლო პუნქტებზე ჩასარტყმელი ბეჭდებისათვის განკუთვნილი ადგილებით)
- HIGHLANDER-ის რუკის გარეკანი - წყალგაუმტარი ჩასადებები
- HIGHLANDER-ის რუკები - მარშრუტის დეტალური რუკები
- სანომრე ნიშანი, ჩანთის იარლიყი და სხვა აღჭურვილობა
- HIGHLANDER-ის სამკერდე ნიშანი
- HIGHLANDER-ის სერტიფიკატი
- HIGHLANDER-ის საკერებელი, ე.წ. „ფხრიწი“
- საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები
- გამართული ინფრასტრუქტურა სტარტზე, ფინიშზე, საკონტროლო პუნქტებსა და მთლიანად მარშრუტის განმავლობაში
არასრულწოვნები:
- ღონისძიებაზე არასრულწლოვნები დაიშვებიან ყოველთვის მშობელთან/მეურვესთან ერთად. გთხოვთ, გადმოწერეთ მიმაგრებული დოკუმენტი საჭირო ინფორმაციით და შეინახეთ PDF ფორმატში. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნის რეგისტრაციასა და გადახდის პროცესს დაასრულებთ, გთხოვთ, დოკუმენტი გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: georgia@highlanderadventure.com
თანხმობა არასრულწლოვნის მონაწილეობაზე:
ფასები:
- თითოეული საწევრო გადასახადი შეიცავს +7% Active.com პლატფორმის მომსახურებას
- ღონისძიებაზე რეგისტრაციის ღირებულება დამოკიდებულია მონაწილეთა მოცულობაზე, ის ავტომატურად გაიზრდება, როგორც კი ადგილები შეივსება.
- მიუხედავად იმისა, გინდათ, თუ არა საწევრო ღირებულებაში შემავალი სერვისებით სარგებლობა, ფასი უცვლელია.
ეტაპობრივი გადახდის გეგმა
ეტაპობრივი გადახდის გეგმა ხელმისაწვდომია მხოლოდ HIGHLANDER პეგასუსის ფორმატის მონაწილეებისთვის (ზუსტი თარიღი მალე დაემატება).
ეტაპობრივი გადახდა სამ ნაწილად ხდება. გთხოვთ, მიუთითოთ გადახდის გეგმა გადახდის გვერდზე ონლაინ რეგისტრაციის დროს.
შენიშვნა: დადასტურების შეტყობინება მას შემდეგ მოგივათ, როცა სამივე გადახდა შესრულდება. თუმცა თითოეული გადახდის შემდეგ, Active-დან თქვენი ნაწილობრივი გადახდის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ.
სამივე გადახდა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ღონისძიებაზე მონაწილეობა შეძლოთ. გადახდები დაირიცხება:
გადახდის გეგმის პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მალე დაემატება.
დამატებითი ინფორმაცია
- ტრანსფერი და ღონისძიებიდან გამოთიშვის პოლიტიკა
- წესები
- ხშირად დასმული კითხვები
უარი ღონისძიებაში მონაწილეობაზე:
- HIGHLANDER პეგასუს სვანეთი, საქართველო
- HIGHLANDER ორიონ სვანეთი, საქართველო